დიდი ბრიტანეთი განმარტავს, თუ რატომ ჩაერთო ტრამპი ირანთან კონფლიქტში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც პირობა დადო, რომ თავისი ქვეყანა უცხოურ ომებში მონაწილეობას შეწყვეტდა, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში ჩაერთო, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“-ს ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის წევრმა კონსერვატიული პარტიიდან რიჩარდ ბალფმა განუცხადა.

„ვფიქრობ, აშშ-ის პრეზიდენტი უკიდურესად არაპროგნოზირებადია. ისინი [ამერიკელები] უკვე შეუერთდნენ „ისრაელის დარტყმებს“. ისრაელის ლობის დიდი ძალაუფლება აქვს ვაშინგტონში და ამიტომ ტრამპი, რომელიც საზღვარგარეთ ომების შესაჩერებლად აირჩიეს, ახლა ღრმად არის ჩართული ამ [კონფლიქტში]“, – თქვა ლორდ ბალფმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

ბრიტანელი პარლამენტარი ასევე მიიჩნევს, რომ თუ აშშ კვლავ დაარტყამს ირანს, ეს დაბომბვები ეფექტური არ იქნება, რადგან ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის ობიექტები ღრმა მიწისქვეშ მდებარეობს.

„ირანი, რა თქმა უნდა, დაბომბვის შეწყვეტას მოისურვებს, თუმცა დარტყმების გაგრძელება ირანელებს ვაშინგტონთან დათმობებზე წასვლას გაურთულებს“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ ბრიტანეთი ამ კონფლიქტში მნიშვნელოვან როლს არ ითამაშებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები