რუსთაველი მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებენ, ჩამომხრჩვალი ნახეს
35 წლის, ალიკა ბელიანცი, რომელსაც სამართალდამცველები რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცის ცხედარი იაღლუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი ნახეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული. მიმდინარეობს გამოძიება.
რუსთავში მცხოვრები ალიკა ბელიანცი სახლიდან 12 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.