მთავარ აუდიტორს სიდედრმა 200 ათასად ღირებული ბინა აჩუქა – რა ქონებას ფლობს ლაშა თორდია

ქვეყნის მთავარი აუდიტი ლაშა თორდია, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ბოლო სამუშაო დღე აქვს, შპს “არქი თაუერში” 165 კვ. მ. ფართობის ბინას ფლობს, რომელიც 105 680 აშშ დოლარად შეიძინა. უძრავი ქონება ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზეა განთავსებული. ამავე შენობაში ლაშა თორდია კიდევ, 17 კვ,მეტრ ფართობს ფლობს, რაშიც მან 10 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
ლაშა თორდიას ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გენერალური აუდიტის მეუღლეს, მაია ირემაშვილს დედამ რუსთაველის გამზირზე 200 ათას დოლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი აჩუქა. ბინას სხვენი და სარდაფიც აქვს. ეს ყველაფერი სიდედრმა ლაშა თორდიას ოჯახს შარშან აჩუქა, თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ბინის, სხვენის და სარდაფის 100-პროცენტიანი მფლობელი გენერალური აუდიტის მეუღლეა.
ამავე დოკუმენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას წინა წლის შემოსავალმა 72 108 ლარი შეადგინა. როგორც ლაშა თორდიას მიერ 27 ივნისს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, მთავარი აუდიტორს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 700 ლარი, საკრედიტოზე – 78 376 დოლარი, ხოლო ,,საქართველოს ბანკის“ საკრედიტოზე – 3 500 ლარი ჰქონდა.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ლაშა თორდიას „თიბისი ბანკში“ ჰქონდა იპოთეკური სესხი 106 000 დოლარის ოდენობით, რომლის გასავალმაც 2016 წლის განმავლობაში, 15 500 დოლარი შეადგინა.
გენერალურ აუდიტორს ჰყავს მეუღლე – მაია ირემაშვილი, შვილი – საბა თორდია და გერი – მარიამ შანიძე. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, მაია ირემაშვილს „კორსტანდარტ ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე 200 ლარი ჰქონდა. ამასთან, თორდიას მეუღლე არის შპს „ქართულ- ევროპული სასწავლო ცენტრის“ 30%-იანი წილის მფლობელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამ ცენტრის საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.
წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მაია ირემაშვილის შემოსავალმა ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე 21 600 ლარი შეადგინა. რაც შეეხება გასავალს, შვილის, საბა თორდიას სწავლის საფასურის სახით, ირემაშვილმა 2016 წელს 4 600 ლარი გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები