ალექსანდრე ჯეჯელავა: სასიხარულოა, რომ ლადო ჭანტურიას კანდიდატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები დააკმაყოფილა

ვიცე-პრემიერის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ რომ ლადო ჭანტურიამ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები დააკმაყოფილა, სასიხარულოა. მისივე განცხადებით, არავის უთქვამს, რომ სტრასბურგისთვის მოსამართლეების შერჩევა ადვილი იქნებოდა.
”ჩემი აზრით, ძალიან სასიხარულოა, რომ ბატონი ლადო ჭანტურიას კანდიდატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები დააკმაყოფილა, ანუ ჩვენ გყავს ძალიან კარგი კანდიდატი. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, სამწუხაროდ, გამოცდილებით და სხვა მიმართულებით, ისინი არ შეესაბამებოდნენ მოთხოვნებს. არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნებოდა სტრასბურგისთვის მოსამართლეების შერჩევა, მიუკერძოებელი და კარგი პროფესიონალების. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე არ გვეყოლება სწორედ ასეთი მოსამართლე”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს და მასთან გასაუბრება სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები