პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს

“პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საზოგადოების ფართო ჩართულობით, სხვადასხვა სფეროს მიმართულებით გეგმავს ყოვლისმომცველ ღონისძიებებს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციის დღეს, 24 აგვისტოს, არაერთ ღონისძიებას გამართავს. ეკა მიშველაძის თქმით, წელს ეს თარიღი კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მატარებელია.
”ეს დღე კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიას. თქვენ იცით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველ წელს აღნიშნავს კონსტიტუციის დღეს. წელს ეს თარიღი კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მატარებელია, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა ასეთი საყოველთაო ინტერესით მიმდინარეობს, ერთიანი, სრულყოფილი, საერთო თანხმობის, ფუძემდებლური დოკუმენტის შესამუშავებლად. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საზოგადოების ფართო ჩართულობით, სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, გეგმავს ყოვლისმომცველ ღონისძიებებს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით იმისათვის, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად გაიაზროს კონსტიტუციის მნიშვნელობა და ფუნქცია. ჩვენი მიზანია, კონსტიტუციის დღე საერთო-სახალხო დღედ ვაქციოთ”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუცია – სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები