შსს: საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმენენტული გადადგილება საფრთხის შემცველია

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს შეხვდნენ, რომლებიც საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას გეგმავენ. უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს ის რისკები და გამოწვევები განუმარტეს, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები ინტენსიურად მუშაობენ, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.
“საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ვიმოქმედოთ”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები