აკაკი ზოიძე: ეს არის მართლაც წარუმატებელი პოლიტიკოსის განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ლევან ბერძენიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის შესახებ გუშინ გაკეთებულ კომენტარს წარუმატებელი პოლიტიკოსის განცხადებას უწოდებს.
“ის არის წარუმატებელი პოლიტიკოსი თვითონ. პიროვნული თავდასხმა, რომელიც შორს არის არათუ პოლიტკორექტულობისგან, არამედ ზრდილობისგან. და საერთოდ, ეს არაკორექტული თავდასხმები “ქართული ოცნების” ლიდერებზე ბატონი ლევანის და მისი თანაპარტიელების მხრიდან ჰგავს სკანდალური განცხადებებით პოლიტიკურ კომაში მყოფი მათი პარტიის რეანიმაციის მცდელობებს, რაც, თუ ასე გააგრძელეს, ჩემი აზრით, უბრალოდ, ამ პარტიის პოლიტიკურ ზომბად გადაქცევით დასრულდება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები