პრეზიდენტის ადმინისტრაცია: იუსტიციის სამინისტრომ ვერ ან არ უზრუნველყო სტრასბურგში კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა

“იუსტიციის სამინისტრომ, სამწუხაროდ, ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა, რაც ძალიან სამწუხაროა”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად, სამი კანდიდატიდან, მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნიეს.
“რაც მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ ჩაიშალა. იუსტიციის სამინისტრომ, სამწუხაროდ, ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა, რაც ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა მიშველაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის კოლეგიამ საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან მხოლოდ ერთი, ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მოიწონა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები