პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ, 26 ივლისს გაიმართება. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პარლამენტის თხოვნა, 26 ივლისს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ.
„პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, გაითვალისწინოს თვითმმართველობის მნიშვნელობა, ნუ შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოუსმინოს საკუთარ მოსახლეობას“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები