მაშველებმა სოფელ ნაღნაღვარევის ტყეში დაკარგული 37 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს

მაშველებმა 5-საათიანი ძებნის შემდეგ, შუახევში, სოფ. ნაღნაღვარევის ტყეში დაკარგული 37 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გუშინ მაშველებმა,, 4 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის 3 უცხოელი ტურისტი და საქართველოს 1 მოქალაქე.
“სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობდა ხელვაჩაურში (მდ.ჭოროხი), გონიოსა და მახინჯაურში (შავი ზღვის სანაპირო ზოლი).
მაშველების ოპერატიული ქმედებების შედეგად, განსაცდელში მყოფი არც ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გართულებულა და ამჟამად, ყველა გადარჩენილი თავს კარგად გრძნობს”, – აცხადებენ 112-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები