მაშველებმა სუიციდის მიზნით რიონში გადამხტარი ქალი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისში, მდინარე რიონში სუიციდის მიზნით წყალში გადამხტარი ქალბატონი გადაარჩინეს.
როგორც 112-ში აცხადებენ, “გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ქუთაისის 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მათი ოპერატიული მოქმედების შედეგად, დაზარალებულის წყლიდან გამოყვანა რამდენიმე წუთში გახდა შესაძლებელი.
მაშველების მიერ გადარჩენილი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მას, პირველადი ინფორმაციით, რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნება”, – აცხადებენ 112-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები