ეკა ბესელია: პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაუგებარია

”ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალ წესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის არგუმენტებსა და მოტივირებული შენიშვნებს გამოეხმაურა.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეა მიბმული, თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ შეიცვლება. მისივე თქმით, კარგია მრავალპარტიულობა და პლურალიზმი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცესკო სამართლიანი წესით კომპლექტდებოდეს.
”ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეა მიბმული, თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ შეიცვლება. ამიტომ პრეზიდენტის არგუმენტი სრულიად გაუგებარია. ყველა სხვა ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში აისახა, არის ტექნიკური, საორგანიზაციო და საარჩევნო პროცესის მომწესრიგებელი.
დაკომპლექტების წესი, პირველ რიგში, დამყარებული უნდა იყოს ლოგიკასა და სამართლის პრინციპზე”, – აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პროექტს  ვეტო დაადო. აქედან ერთ-ერთი ვეტო საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ იმ ცვლილებას უკავშირდება, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი იცვლება.  იცვლება ასევე ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები