ჯაბა სამუშია: ბიუჯეტში 7 მილიონი დაემატება სოციალურ საკითხებს და ჯანდაცვას

“ჩემს კოლეგებს ჰქონდათ სრული სამი დღე, რომ გასცნობოდნენ ბიუჯეტს”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
სამუშია კოლეგების განცხადებებს, თითქოს მათ არ ჰქონდათ ბიუჯეტის გაცნობის საშუალება, სიცრუეს უწოდებს. სამუშიას ინფორმაციით, ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი ჯანდაცვის მიმართულებით გათვლილ პროექტებზე გაკეთდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, პრიორიტეტული იყო,ასევე, საბავშვო ბაღების პრობლემის მოგვარებაც.
„დაახლოებით 7 მილიონი ექნება დამატებული სოციალურ საკითხებს და ჯანდაცვას. ცვლილებები ბიუჯეტში ორი ძირითადი მიმართულებით განხორციელდა. დაახლოებით 4 მილიონი მიდის სხვა სოციალურ დახმარებებზე, ამ 7 მილიონიდან, დანარჩენი კი ჯანდაცვაზე“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯაბა სამუშია განმარტავს, რომ თანხები მოხმარდება საბავშვო ბაღების გაფართოებასაც, რაც პირდაპირი მოთხოვნა იყო მოსახლეობის მხრიდან.
„ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა სკოლამდელი აღზრდა და ამ კუთხითაც არისა სიახლე – იხსნება 5 ახალი საბავშვო ბაღი და უკვე არსებულ ბაღებს დაემატათ ათობით ახალი ჯგუფი. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვაგვაროთ იმ პრობლემის მიხედვა, რასაც ჰქვია საბავშვო ბაღი. რაც შეეხება ბიუჯეტის ელექტრონულ ვერსიას, ის ჩვენს კოლეგებს გაგზავნილი აქვთ და სამი დღის მანძილზე ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ“, -განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები