აფეთქება გორში – მოქალაქემ ბაზართან ჭურვი აღმოაჩინა

გორში, მდინარე ლიახვთან, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მოსახლემ სამხედრო დანიშნულების ნივთი აღმოაჩინა და 112-ში დარეკა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მისულმა გამნაღმველებმა შესაბამისი სამუშაოების ჩაატარეს.
მათივე ინფორმაციით, ჭურვი სასწავლო დანიშნულების იყო, თუმცა რომელ უწყებას ეკუთვნოდა და რა პერიოდით თარიღდება ფეთქებადი მოწყობილობა, ჯერ-ჯერობით უცნობია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულიხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამნაღმველებმა ჭურვი ააფეთქეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები