ქეთი მელუამ გორის ქალთა კამერულ გუნდს ვერცხლის დისკი გადასცა

ქეთი მელუამ გორის ქალთა კამერულ გუნდს სიურპრიზად ვერცხლის დისკი გადასცა. დისკი, „ბლექ სი არენაზე“ გამართული კონცერტის ბოლოს, ქალთა კაპელის ხელმძღვანელს, თეონა ცირამუას საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
ქეთი მელუას განცხადებით, ბრიტანეთში 60 000 დისკი გაიყიდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისივე თქმით, მათმა ერთობლივმა ნამუშევარმა ვერცხლის დისკი დაიმსახურა.
ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა. შოუში: „ზაფხულის დღესასწაული“ მომღერალი საკუთარ ბენდთან ერთად მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები