„არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს“

ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სოფელ სნოში სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე ბრძანა.
”ადამიანი შეიძლება დაიღალოს, შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და გააგრძელოს გზა. ჩვენ ვიმყოფებით მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, ეს არის სნოს ხეობა, რომელიც იცავს საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ. აი მე ვაჩვენე მაგალითი ამისი. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ყველაფერი მოდის, მოსავალი. ჰაერი, ყველაფერი მოგვცა ჩვენ ღმერთმა. ამიტომ ვისარგებლოთ ამ ღვთის წყალობით. დარწმუნებული ვარ ჩვენ დავუბრუნდებით შრომას. შრომა არის მკურნალი ადამიანის. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მობრძანდით დღეს აქ. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს სრულიდ საქართველო”, – აღნიშნა უწმინდესმა.
სნოში 34-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები