“ჩემი საქართველო აქ არის!” – ლორა თორნთონს სოციალურ ქსელში პასუხობენ

NDI-ს ქართული ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნთონის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
“მთავარი, რაც დელეგაციამ ამ შეხვედრებიდან მიიღო, არის ის, რომ ამ შეხვედრებიდან ორი საქართველო ვნახეთ. ერთი საქართველო დანახულია “ქართული ოცნების” მიერ და მეორე არის, რომელიც აღგვიწერა ყველა სხვამ, ვისაც ჩვენ შევხდით”, – განაცხადა ენდიაის ქართული ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნთონმა.
“ჩემი საქართველო აქ არის!
ქალბატონო ლორა და ძვირფასო ენდიაიშნიკებო.
მინდა გითხრათ, რომ საქართველო ერთია, რეალობა ერთია ყველასთვის, ბაჩუკისთვის, ნიკასთვის, ლორასთვის, მამუკასთვის, იმის თუ ამის ამომრჩევლისთვის, უბრალოდ, მავანნი უცხო სხეულად გრძნობენ თავს ამ საქართველოში, თავისუფლებასა და გაუპრიალებელ სინამდვილეში და ვერ ეგუებიან მას!
ორი საქართველო მაშინ იყო როდესაც სატელევიზიო ყუთი ერთ რეალობას აჩვენებდა, ხოლო სინამდვილე კი სულ სხვა იყო! ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც მღვდლებს მიტოვებული გვამები გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან, რუსთაველზე კი კონცერტით გამარჯვებას აღნიშნავდნენ!
ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც ზურა ჟვანია გაზით გაიგუდა!
ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც სანდრო გირგვლიანი გაქცევისას დაიღუპა!
ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც ბუტა რობაქიძეს ავტომატი ქონდა!
ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც ტელეკომპანია “იმედი” გადატრიალებას აწყობდა!
ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც პოლკოვნიკი თეთრაძე რუსეთის აგენტი იყო!
ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის კაცი სასჯელს იხდიდა!
ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც ნინა წკრიალაშვილი ღირსების ორდენს იღებდა!
ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც 2008 წელს სააკაშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები! ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც “რუსთავი 2” სიტყვის თავისუფლებია მედროშედ იწოდებოდა!
ორი საქართველო მაშინ იყო, როდესაც 2010 წელს კონსტიტუცია კონსენსუსის შედაგად მიღებულ, უნაკლო დოკუმენტად აღიარეთ!
ორი საქართველო წარსულში დარჩა!
დღეს, ჩემი საქართველო აქ არის!“-, წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ვატო შაქარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები