“მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი გაუპატიურებისთვის ციხეში უკვე იჯდა”- სკანდალური სტატუსი სოციალურ ქსელში

მოქალაქე ნანა გეგიძე სოციალურ ქსელში “ქართველთა მარშის” მონაწილე მიხეილ ამისულაშვილის კრიმინალურ წარსულზე წერს და ამბობს, რომ მიხეილ ამისულაშვილი 1985 წელს გასამართლებულია ლენინგრადში გაუპატიურებისთვის და სასჯელი აქვს მოხდილი.

“ბრეგაძის “შნირს” ამისულაშვილს საკუთარი გამოცდილება ალაპარაკებს გაუპატიურებისთვის 9 წელი რომ ციხე ხეხა ლენინგრადში.

ნამდვილად ვიცი, რომ მიხეილ ამისულაშვილი 1985 წელს გასამართლებულია ლენინგრადში გაუპატიურებისთვის და 9 წელი ჰქონდა მისჯილი, მერე საქართველოში გადმოიყვანეს ციხეში და აქ შეუმცირეს. 1990 წელს გამოუშვეს ციხიდან და როგორც ჩანს, წარსულს ვერ ივიწყებს”, – წერს ნანა გეგიძე.

“პრაიმთაიმმა” აღნიშნული ინფორმაციის მიხეილ ამისულაშვილთან გადამოწმება სცადა, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ამისულაშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც თათია დოლიძეს სოციალურ ქსელში გაუპატიურებით ემუქრებოდა.

წყარო: “პრაიმთაიმი”

წყარო:http://primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები