თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა-დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ზოდელავა თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, სადაც თავზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთს სამი ავტომობილი – „ოპელის“, „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა. ორი დაშავებული კი თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო დახმარების და სახანძრო ეკიპაჟები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები