დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული ორივე კანონპროექტი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორივე კანონპროექტი, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და “საარჩევნო კოდექსი“, რომლებზეც მარგველაშვილმა ვეტო გამოიყენა, აშკარად პროგრესულია და ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მისივე თმით, პრეზიდენტის ორივე ვეტო უნდა დაიძლიოს. „ვეტოდამოკიდებულებას თუ დააღწევს ჩვენი პრეზიდენტი თავს, ეს უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც – ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. რეალურად, გავეცნობით აუცილებლად შენიშვნებს, გავაანალიზებთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრია პირადად, რომ ორივე ვეტო უნდა დაიძლიოს, რადგან ორივე კანონპროექტი არის აშკარად წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები