„რუსეთის ქმედებები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის და მთელ რეგიონში დესტაბილიზაციის ხელშეწყობისკენ“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში რუსეთის მიერ გადადგმულ პროვოკაციულ ნაბიჯებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპანტთა ქმედებები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის და მთელ რეგიონში დესტაბილიზაციის ხელშეწყობისკენ. როგორც მან აღნიშნა, ანალოგიურ ფაქტებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ინფორმირებულია.
„იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი, რუსეთი, ამის საპასუხოდ, დგამს მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯებს. მათი ეს ქმედებები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და მთელ რეგიონში დესტაბილიზაციის ხელშეწყობისკენ. საქართველოს ყველა შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ და სხვა ანალოგიურ ფაქტებთან დაკავშირებით, უკვე მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება. ყველა ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ არსებულ საერთაშორისო ფორმატებში“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები