გიორგი აბაშიშვილი ბათუმში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აჭარაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. გიორგი აბაშიშვილი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე სასტიპენდიო პროექტში მონაწილეობენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის მემორანდუმის ფარგლებში, სტიპენდია აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის საფუძველზე გაიცემა და სტუდენტთა წახალისების და მოტივირების მიზნით ხორციელდება. მიმდინარე სემესტრში, სტიპენდიას აკადემიის 13 წარჩინებული სტუდენტი იღებს. ადმინისტრაციის უფროსისა და სტუდენტების შეხვედრისას, საუბარი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს და იმ ერთობლივ პროექტებს შეეხო, რომლებიც გასულ წელს განხორციელდა და აკადემიის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტშიც გამართა, სადაც უნივერსიტეტის რექტორთან, მერაბ ხალვაშთან მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, შეიქმნა მედიის და კულტურის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა. პროექტი მიზნად მედია და კულტურის საბაკალავრო პროგრამის მომზადებას და განვითარებას ისახავდა. პროექტის ფარგლებში, ითარგმნა მედიისა და კულტურის ლიტერატურა და სახელმძღვანელოები, ჩამოყალიბდა სასწავლო პროგრამა ჩატარდა ვორქშოპები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები