ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

ე პროექტის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის რაიონის სოფელ დამია-გეურარხში მირგუსეინ ასადოვმა კაკლის ბაღი გააშენა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, ლევან დოლიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ზაურ დარგალთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მირგუსეინ ასადოვის მიერ 6 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერა.
აღნიშნული ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 23 490 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო – 14 175 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 9 315 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 570 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 914 959 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 505 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროექტის -„აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები