შალვა ხუციშვილი: მომავალ წელს, გარდაცვლილთა და დაშავებულთა მინიმუმ 50%-იანი შემცირება უნდა გვქონდეს

„გატარებული მონიტორინგის შედეგად, ვფიქრობთ, მომავალ წელს, გარდაცვლილთა და დაშავებულთა მინიმუმ 50%-იანი შემცირება უნდა გვქონდეს“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქულათა სისტემის შემოღების შედეგია ის, რომ არის გარკვეული პრევენცია ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელიც ხშირად ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო.
“კერძოდ, ეს არის მობილურზე საუბარი თუ ღერძულა ხაზის გადაკვეთა. ფაქტია, რომ სისტემა მუშაობს. საკმაოდ დადებითი შედეგები გვაქვს. ამასთან, პირველი აგვისტოდან კამერების დამონტაჟება დაიწყება, რომელიც ვიდეოანალიტიკური პროგრამებით იქნება აღჭურვილი. ვფიქრობთ, მომავალ წელს, გარდაცვლილთა და დაშავებულთა მინიმუმ 50%-იანი შემცირება უნდა გვქონდეს. მონიტორინგს ყოველდღიურად ვაწარმოებთ და სტაბილურია კლება მობილურზე საუბრის ან რამდენიმე სხვა ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელიც ადრე უფრო მეტად პრობლემური იყო“, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები