მდინარე რიონში 13 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე რიონში 13 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
მოზარდის ცხედარი მდინარემ ქუთაისის ლიტოფონის ქარხნის ხიდთან გამორიყა. სამძებრო სამუშაოებში 50-მდე მაშველი ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის ბიჭი 14 ივლისს გაუჩინარდა. გიორგი თორდინავა სახლიდან მეგობრებთან ერთად გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები