მიხეილ ჯანელიძე: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის აგრესიული ქმედებები უმკაცრესად არის შეფასებული და დაგმობილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალების მიერ თხრილის გავლების მორიგ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება, პირველ რიგში, პროვოკაციაა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები უმკაცრესად არის შეფასებული და დაგმობილი.
“ჩვენ ამ ფაქტს, ისევე როგორც ყველა წინა ფაქტს ძალიან მკაცრს შეფასებას ვაძლევთ. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი, პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვახერხოთ პროვოკაციული ქმედებების შეჩება. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ მომდევნო წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები უმკაცრესად არის შეფასებული და დაგმობილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები