“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, გერმანელ ექსპერთებთან ერთად, პეკინის ქუჩაზე ცენტრალურ მაგისტრალურ ქსელზე მთავარი სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო.
პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს გამავალი 1000 მმ-იანი, 1.3 კმ სიგრძის მაგისტრალის განახლება უახლესი ევროპული ტექნოლოგიით მოხდება, რაშიც კომპანიას გერმანული ფირმის, RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტები დაეხმარებიან.
პარალელურად განხორციელდება 1000მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება. ასევე, მოეწყობა 500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი.
მაგისტრალურიმილის რეაბილიტაციის შემდეგ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განსახორციელებელი სამუშაოების დასკვნით ეტაპზე გადავა. აღნიშნულ პროექტში, კომპანია 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს:
ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე, N37-თან წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 80 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. სამუშაოების პარალელურად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განახლდა და ევროსტანდარტის შესაბამისი ოთხი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. შედეგად, ვაკის რაიონში შემდგომი ტექნიკური სამუშაოების დროს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.
გლდანის რაიონში,თეთრი ტბის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 3 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. ასევე, ახალი ევროსტანდარტის 18 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 230 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ნაძალადევის რაიონში, ნიკო მარის პირველ ჩიხში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 670 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალარინების ქსელის 680 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ნაძალადევის რაიონში, ინანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 8 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
ამავე რაიონში, კოკინაკის ქუჩაზე,სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 470 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 4 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩის მე-2 და მე-3 შესახვევებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 1.7 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 17 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
კრწანისის რაიონში, იეთიმ გურჯის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება – წყალსადენის ქსელის 1350 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია 240 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ნაძალადევის რაიონში: მონადირის ქუჩაზე,სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 2690 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 11 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. კომპანია, აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, 180 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
გლდანის რაიონში: ავჭალა 1-ის სამხედრო დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 2.6 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ჩუღურეთის რაიონში: ქურდიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალარინების ქსელის 105 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები