თბილისში, ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თბილისში, ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევა მამისეიშვილის ქუჩაზე მოხდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლმა საცხოვრებელი სახლის 300 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლს 6 სახანძრო სამაშველო ბრიგადა აქრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები