საქართველოსა და ტუნისს შორის რეგულარული და ჩარტერული ფრენები განხორციელდება (ვიდეო)

საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს საქართველოსა და ტუნისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორი ქვეყნის ავიაკომპანიებისათვის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შემუშავება წარმოადგენდა.
გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც საქართველოსა და ტუნისის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, მხარეთა ტერიტორიებზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის შეასრულონ რეგულარული და ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო ფრენები ნებისმიერი სიხშირით, შეზღუდვების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, ტუნისის მხრიდან შეხვედრას ავიაკომპანიები „Nouvelair“ და „Tunisair“ ესწრებოდნენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მრხიდან ავიაკომპანიებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საავიაციო ბაზარზე დაშვების კუთხით არსებულ მოთხოვნებსა და თანმდევ პროცედურებზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე გაჩეჩილაძის განმარტებით, საქართველოსა და ტუნისს შორის საავიაციო მიმოსვლის დაწყებით ქართული ტურისტული სააგენტოებიც დაინტერესებულნი არიან.
„დღევანდელმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და უახლოეს მომავალში პრაქტიკულ ასპექტში აქტივობას ველით. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველო-ტუნისს შორის საავიაციო მიმოსვლისადმი ქართული ტურისტული სააგენტოების ინტერესიც საკმაოდ დიდია“- განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები