ნანი ბრეგვაძე 81 წლისაა და იურმალის ფესტივალისთვის ემზადება

ნანი ბრეგვაძე 81 წლის გახდა. როგორც „კვირამ“ გაარკვია, ცნობილი მომღერალი, ეკა მამალაძესთან და ბუბა კიკაბიძესთან ერთად, 23 ივლისს, იურმალაში, ფესტივალ „რანდევუზე”  იმღერებს.
ნანი ბრეგვაძემ 1956 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში მღეროდა. 1957 წელს მოსკოვის მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატია.
1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. შემდეგ – ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტი.
ნანი ბრეგვაძე ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები