ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ ყველაზე ხშირად დაშვებული სამართალდარღვევები – შსს-ს ანალიზი

მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ეფექტიანობის შეფასების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საგზაო მოძრაობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების სტატისტიკური ანალიზი განხორციელდა.
უწყების ცნობით, ე.წ. ქულათა სისტემის ამოქმედებიდან დაფიქსირებული მაჩვენებელი შედარებულ იქნა ქულათა სისტემის ამოქმედებამდე ერთ კვირიან პერიოდს. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ოთხი ყველაზე ხშირი სამართალდარღვევა:
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა;
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა
ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა.
სტატისტიკური ანალიზის შედეგები შემდეგია:
24.06-30.2017 პერიოდის განმავლობაში მობილურით სარგებლობის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 632 – 01.07. -07.07.2017 პერიოდში შემცირდა 319-მდე.
24.06-30.2017 პერიოდის განმავლობაში ღერძულა ხაზის გადაკვეთის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 407, – 01.07. -07.07.2017 პერიოდში შემცირდა 264-მდე.
24.06-30.2017 პერიოდის განმავლობაში ღვედის გამოუყენებლობის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 378, – 01.07. -07.07.2017 პერიოდში შემცირდა 375-მდე.
24.06-30.2017 პერიოდის განმავლობაში ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 486, – 01.07. -07.07.2017 პერიოდში შემცირდა 406-მდე.
ამასთან, თვალშისაცემია სამართალდარღვევათა შემცირების მზარდი ტენდენცია ქულათა სისტემის ამოქმედებიდან . თუ პირველ ივლისს დაფიქსირდა მობილური კომუნიკაციით სარგებლობის 319 შემთხვევა, 7 ივლისს აღირიცხა იგივე სამართალდარღვევის 187 ფაქტი.
თუ პირველ ივლისს დაფიქსირდა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის 359 შემთხვევა, 7 ივლისს აღირიცხა იგივე სამართალდარღვევის 156 ფაქტი.
თუ პირველ ივლისს დაფიქსირდა ღერძულა ხაზის გადაკვეთის 264 შემთხვევა, 7 ივლისს აღირიცხა იგივე სამართალდარღვევის 183 ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები