ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება

ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარკში მდებარე კომპლექსები რეაბილიტირდება და ქვეყნის წარმოსაჩენად ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება იქნება.
„ამ მიმართულებით, უკვე გაკეთებულია ბევრი რამ, თუმცა ვფიქრობ, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში გადაყვანით, ჩვენ კიდევ უფრო გავამყარებთ პარკის სტატუსსაც. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარებისა და იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები