„ჩვენი ოპონენტების ნაწილის მიერ ვენეციის კომისიისადმი მიმართვა არ არის სწორი პოლიტიკური სვლა“

“მიმდინარეობს კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლო შეთანხმების თაობაზე”, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპონენტების ნაწილის მიერ ვენეციის კომისიისადმი მიმართვა არ არის სწორი პოლიტიკური სვლა. „ჩვენ, უახლოეს მომავალში, ველოდებით შეხვედრას როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ნებისმიერი რაციონალური წინადადების განხილვასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ჩვენი ოპონენტების ნაწილის მიერ ვენეციის კომისიისადმი მიმართვა არ არის სწორი პოლიტიკური სვლა და ნამდვილად არ წარმოადგენს კონსტრუქციულ ნაბიჯს კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებულ კონსენსუსთან მიმართებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთიან მიმართვას უგზავნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები