24-26 ივლისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარ სამუშაოებს განახორციელებს
24-26 ივლისს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გერმანელ ექსპერტებთან ერთად, ცენტრალური მაგისტრალური თუჯის მილის რეაბილიტაციას გეგმავს, რითაც განსახორციელებელი სამუშაოების დასკვნით ეტაპზე გადავა. მომდევნო კვირის დასაწყისში, პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს გამავალი 1000 მმ-იანი, 1.3 კმ სიგრძის მაგისტრალის განახლება უახლესი ევროპული ტექნოლოგიით მოხდება, რაშიც კომპანიას გერმანული ფირმის, “RRT Ingenieurburo Weidt”-ის ექსპერტები დაეხმარებიან.
პარალელურად, განხორციელდება 1000მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება. ასევე, მოეწყობა 500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი.
აღნიშნული უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის 24, 25, 26 ივლისს, დილის 11.00სთ-დან საღამოს 19.00სთ-მდე და საღამოს 23.00სთ-დან დილის 08.00სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ:
საბურთალოს რაიონში:
თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს;
ვაკის რაიონში:
ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონში: ბაგებს, წყნეთს და კიკეთს 24-იდან 26 ივლისის ჩათვლით, წყალმომარაგება შეეზღუდება 17.00სთ-დან მომდევნო დღის 13.00 საათამდე.
კომპანია მიმდინარე სამუშაოების შესრულებისას მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ასევე კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge