NDI-ს წარმომადგენელი:შესაძლოა, მოიმატოს ტემპერატურამ და დაშინების მცდელობებმა
“ყველაზე მეტი აქცენტი კეთდება თბილისის მერიის არჩევნებზე და შესაძლოა, მოიმატოს ტემპერატურამ და დაშინების მცდელობებმა”, – ამის შესახებ NDI-ს წარმომადგენელმა, ქეთრინ ნუნიმ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში, ხოლო ოპოზიცია დაყოფილია და მნიშვნელოვან სატესტო განწყობაში იმყოფება.
“როგორც ჩანს, ყველა პარტია და კანდიდატი ერთსა და იმავე აქცენტს გააკეთებს. ამ ეტაპზე, “ქართული ოცნება” დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში და პირველივე ტურში თავისი კანდიდატის გამარჯვებაში, ხოლო ოპოზიცია დაყოფილია და მნიშვნელოვან სატესტო განწყობაში იმყოფება, თუ როგორ წინააღმდეგობას გაუწევს სახელისუფლებო კანდიდატს. ყველაზე მეტი აქცენტი კეთდება თბილისის მერიის არჩევნებზე და შესაძლოა, მოიმატოს ტემპერატურამ და დაშინების მცდელობებმა”, – განაცხადა ქეთრინ ნუნიმ.