NDI: კონსტიტუცია, რომელსაც არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, შესაძლოა პროცესებზე ნეგატიურად აისახოს

„კონსტიტუცია, რომელსაც არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, შესაძლოა, პროცესებზე ნეგატიურად აისახოს“, – ამის შესახებ NDI-ის დელეგაციის წევრმა, მარია ბაბიკიმ არჩევნებისთვის მზადების პროცესის შეფასების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამი თვე დარჩა ოქტომბრის არჩევნებამდე და საქართველო იმყოფება მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში.
”ეს რეფორმები თუ მიღებული და განხორციელებული იქნა, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნებზე. ადგილობრივმა არასამთავრობოებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გააკრიტიკეს სამი მიმდინარე რეფორმა. საერთო ჯამში, ამ პროცესებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს არჩევნებზე, თუმცა დელეგაციას ეს პროცესები  დეტალურად არ შეუსწავლია. ჩვენი პოზიცია მას შემდეგ გამოვლინდება, რაც რეფორმები და კონსტიტუცია შევა ძალაში”, – აღნიშნა ბაბიკმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 16% არის ქალი, საკრებულოებში – 12% და მხოლოდ ერთი ქალი არის გამგებელი.
”სამწუხაროა, თუ არცერთი რეფორმა არ გააძლიერებს გენდერულ თანასწორობას. საკონსტიტუციო ცვლილებებმა საზოგადოების პოლარიზება მოახდინა. კონსტიტუცია, რომელსაც არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, შესაძლოა, პროცესებზე ნეგატიურად აისახოს. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე ცვლილებებს, ერთო თვის წინ მოხდა ცვლილების ინიცირება, პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა ხელისუფლებას აქვს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა”, – აღნიშნა ბაბიკიმ.
მისივე განმარტებით, პრობლემატურია ამ რეფორმების განხორციელება ”ასე ახლოს არჩევნებთან”.
ბაბიკის ინფორმაციით, რეფორმების დაჩქარებულად გატარების მიზეზები დელეგაციას კარგად არ აუხსნეს.
მისივე თქმით, მაჟორიტარებთან მიმართებაში თანაბარი გარემო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები