გიორგი კვირიკაშვილმა იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტოშიო კაიტანისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოში მისიის ვადა ეწურება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ,  განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება.
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში იაპონიის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა და იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას, ასევე, ხაზი გაუსვა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აქტიურ წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში და ტოშიო კაიტანის წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები