მეუფე პეტრე: საპატრიარქოში არსებული პირველხარისხოვანი პრობლემა შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებული ძალაუფლებაა

„დავადასტურე, რომ საქართველოს საპატრიარქოში არსებული პირველხარისხოვანი პრობლემა არის ამ ქალბატონის ხელში არსებული ძალაუფლება“, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტორპოლიტმა, მეუფე პეტრემ ე.წ. ციანიდის საქმეზე, მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანის ხელი შეშლა შეუძლია. მისივე თქმით, ე.წ. ციანიდის საქმე სასამართლოსთვის დიდი გამოწვევაა.
„ჩემი სატელევიზიო ეთერებში გამოსვლებიდან გამომდინარე ჰქონდათ კითხვები და იგივე დავადასტურე, რომ საქართველოს საპატრიარქოში არსებული პირველხარისხოვანი პრობლემა არის ამ ქალბატონის ხელში არსებული ძალაუფლება.
შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ შეუძლია, ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს. მხოლოდ ეს შეუძლია მას – ცილისწამებები, ინტრიგები დახლართოს.
ვნახოთ, რამდენად ახლოს იქნებიან, რამდენად სასამართლო მოინდომებს, რომ ქართველ ერს დაანახოს, რომ არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო, რომელიც ქვეყნის, ერის, სახელმწიფოს, უსაფრთხოების და სახელწიფო ძლიერების გარანტი. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე. სასამართლოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა „ციანიდის საქმე“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები