ვაკის მაცხოვრებლებს მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეეზღუდებათ

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოები წყალმომარაგების სტაბილურობას განაპირობებს.
დღეს, 21 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს.
კომპანიამ, ჭავჭავაძის გამზირზე, N37-თან წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 80 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა.
სამუშაოების პარალელურად ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განახლდება და ევროსტანდარტის შესაბამისი ოთხი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. შედეგად, ვაკის რაიონში შემდგომი ტექნიკური სამუშაოების დროს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.
დღეს, 21 ივლისს, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად ტექნიკური სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება: აუცილებელია ქსელის შესაბამისი მონაკვეთის წყლისგან დაცლა, ძველი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დემონტაჟი, 80 მეტრიანი ახალი მონაკვეთის ქსელთან დაერთება და ახალი ურდულების მონტაჟი. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გასაშვებად მომზადდება, წყლით შეივსება და წყალმომარაგება სრულად აღდგება.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, დღეს, 21 ივლისის, დილის 11:00 საათიდან, ხვალ, 22 ივლისის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
თამარაშვილის, მოსაშვილის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს; ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების ნაწილს;
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები