პარლამენტი ვეტოდადებულ კანონპროექტებს, სავარაუდოდ, 26 ივლისის განიხილავს

პარლამენტი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტებზე, სავარაუდოდ, 26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. ამასთან, კანონპროექტებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, რომელიც 24 ივლისს გაიმართება. ვინაიდან, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასრულებულია, ორშაბათის ბიუროს სხდომაზე, პრეზიდენტს მომავალ კვირას, რიგგარეშე სხდომების მოწვევის მიზნით მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა “თვითმმართველობისა” და “საარჩევნო” კოდექსებში ცვლილებებს ვეტო დაადო. უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მობილიზაცია დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები