ირაკლი სესიაშვილი: ადამიანების თანამდებობებიდან დროებითი გადადგომა წმინდა სამართლებრივი პროცესია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო, შსს-ს მაღალჩინოსნების გადადგომასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ თანამდებობის პირთა თანამდებობებიდან დროებითი გადადგომა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ გამოძიების პროცესში ვინმეს ეჭვი არ გაუჩნდეს.
”ეს არის წმინდა სამართლებრივი პროცესი, როცა იმ ადამიანების თანამდებობებიდან დროებითი გადადგომა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში ან გამოძიების პროცესში ვინმეს ეჭვი არ გაუჩნდეს, რომ მათ ზემოქმედება არ მოახდინონ. ეს არის შსს-დან, პროკურატურიდან, საგამოძიებო უწყებებიდან დასტური იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ, რომ გამოძიებას რაიმე ტიპის ხელის შეშლა არ ჰქონდეს და არც კი გაუჩნდეს ეჭვი, რომ რაიმე სახის ზეწოლა შეიძლება მოახდინონ ამ თანამდებობის პირებმა”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები