ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში, ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვა მიმდინარეობს. წარდგენას ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი დირექტორი, ესწრება.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ბაზრობის მფლობელები შეხვედრაზე მათ მიიწვიეს, რათა ისინი გენგეგმას გაეცნონ.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი შეხვედრაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, უშუალოდ ელიავას ბაზრობის საკითხზე მსჯელობა კი საკრებულოში გაიმართება.
“არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. დღეს ისინი მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებიან შეხვედრას, რომ გაეცნონ გენგეგმის ძირითად მიმართულებებს. ხოლო, კონკრეტულად ამ საკითხზე მსჯელობა, საკრებულოში გაიმართება. ისინი იყვნენ ჩემთან, წარმოადგინეს  განვითარების თავიანთი გეგმები. გენერალური გეგმის ჯგუფს აქვს განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით. მათი გეგმა გულისხმობს ელიავას ტერიტორიის მოწესრიგებას და განვითარებას, ხოლო, გენერალური გეგმის პოზიცია გულისხმობს იქ რეკრეაციული სივრცის განვითარებას”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები