“ჩაჩავას კლინიკა”: დროული დიაგნოსტირება და ოპტიმალური მკურნალობა თავიდან აგაცილებთ სიმსივნის ზრდას

“ჩაჩავას კლინიკა” მოსახლეობას მიმართავს, რომ კანზე უჩვეულო ხალის, ან წარმონაქმნის არსებობის შემთხვევაში, თვითმკურნალობას არ მიმართონ.
მათი ინფორმაციით, ექიმთან დროული კონსულტაცია და ოპტიმალური მკურნალობა სიმსივნის ზრდის თავიდან აცილების საშუალებაა.
“ჩვენს კლინიკაში ხდება დიფერენციალური დიაგნოსტირება კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპით, ასპირაციული და საჭიროების შემთხვევაში, ტრეპან ბიოფსიით. ეს აუცილებელი პირობაა შემდგომი, სწორი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისათვის. ჩვენთან დროული მომართვა, დიაგნოსტირება და ოპტიმალური მკურნალობა თავიდან აგაცილებთ სიმსივნის ზრდას, მის შესაძლო მეტასტაზირებას, რაც შემდგომ მკურნალობას ართულებს და საჭიროებს ისეთი მეთოდების ჩართვას როგორებიცაა: ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია”, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები