პეკინის გამზირზე გზის რეაბილიტაცია 10 სექტემბრამდე დასრულდება

„პეკინის გამზირზე სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და გზის რეაბილიტაცია 10 სექტემბრამდე დასრულდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაოების   მიმდინარეობის მხრივ,  ამ ეტაპზე, არანაირი შეფერხება არ არსებობს.
„პეკინის გამზირზე გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს მუშაობა, ჩამორჩენა არა გვაქვს, ტექნიკური მიწისქვეშა კომუნიკაციების ძირითადი ნაწილი მარჯვენა მხარეს გამოცვლილია, სადაც ჩაკეტილი იყო მოძრაობა და კომუნიკაციების კომპანიებთან ერთად, ინტენსიურად ვმუშაობდით. კომპანია “GWP”-ს ამჟამად გერმანელი სპეციალისტები ჰყავს, რომელთან ერთადაც მუშაობენ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებზე. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ კარგი ტემპებით მივდივართ და 10 სექტემბრამდე დავასრულებთ სამუშაოებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები