გიორგი მიქაძე: ტექნიკურმა რეგლამენტმა რძე და რძის ნაწარმის წარმოება დაარეგულირა

დღეიდან, მარკეტებში თუ რძის ნაწარმი შეგხვდებათ, დარწმუნებული იყავით, რომ ის არის მხოლოდ რძისგან დამზადებული”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მიქაძემ განაცხადა.
მიქაძე იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც პირველი ივლისიდან ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელდა. მიქაძის ინფორმაციით, მეწარმეებს პირველი ივლისიდან რძის პროდუქტების წარმოების დროს, რძის ფხვნილის გამოყენება ეკრძალებათ. ცვლილება შეეხო ყველის წარმოებასაც.
„რძის ფხვნილი, თავისთავად, არ არის მავნებელი, მაგრამ ამ ცვლილებებით, ჩვენ გვინდა, რომ, როგორც რძის ტექნოლოგიის განვითარებას შევუწყოთ ხელი, ასევე დავიცვათ მომხმარებლის უფლებები. გარკვეული რეგულაციებია კარაქის წარმოებაშიც, ტექნიკურმა რეგლამენტმა დაარეგულირა რძე და რძის ნაწარმის წარმოება. ამ ცვლილების შემდეგ, ჯერჯერობით დარღვევები არ გვაქვს. ტექნიკურ რეგლამენტში მოცემული დასახელების წარმოებაში დაუშვებელია რძის ცხიმის გარდა, სხვა ცხიმის გამოყენება“, -განაცხადა გიორგი მიქაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს პროგრამა, სადაც ხდება ცხოველთა იდენტიფიკაციაც და ის უახლოეს ვადებში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები