დავით ნარმანია: ყვითელ მიკროავტობუსებს კონკურენციას ახალი ავტობუსები გაუწევს

 თბილისის მერი დავით ნარმანია საკუთარი მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსების პარკის განახლება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.
ნარმანიას ვარაუდით, ყვითელ მიკროავტობუსებს კონკურენციას ახალი ავტობუსები გაუწევს.
„ჩემი ვარაუდით, ახალი, ევროპული ავტობუსები, რომლებიც ჩვენ შემოვიყვანეთ და შემდგომშიც გაგრძელდება ეს პროექტი, იქნება ყვითელი მიკროავტობუსების კონკურენტი და მოქალაქეები უფრო კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება და 2018 წლიდან პარკი უნდა განახლდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები