Black Sea Arena-ზე „ერისიონი“ განახლებული შოუპროგრამით – „ქართული საგანძურით“ წარდგება

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი – „ერისიონი“ ორ გრანდიოზულ კონცერტს გეგმავს. Black Sea Arena-ზე, Check in Georgia-ს ფარგლებში, ანსამბლი განახლებული შოუპროგრამით „ქართული საგანძური“ წარდგება.
კონცერტი 1 აგვისტოს გაიმართება. კარი 19:00 საათზე გაიღება. ბილეთის საწყისი ფასი 7 ლარია.
Black Sea Arena-ზე გამოსვლამდე ორიოდე დღით ადრე „ერისიონს“ მესტია უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ანსამბლიდან აცნობეს, 29 ივლისს, კვირიკობის მეორე დღეს, მესტიაში  გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. ძალიან საინტერესო სიახლეებია პროგრამაშიც. ასე რომ, მაყურებელს შთამბეჭდავი სანახაობა ელის წინ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები