„შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – 2017“ გაიმართება

მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი და მეტი მრავალფეროვნება! – ამ დევიზით Black Sea Arena შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წლევანდელი ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეულნი არიან ფლამენკოს ჯადოქრები ესპანეთიდან – “ლა მონეტა”.
მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.
ყველაფერი ეს კი, რა თქმა უნდა, ქართული მრავალხმიანობითა და ცეკვით შეზავდება.
ასე რომ, 2 სექტემბერს Black Sea Arena მაყურებელს შთამბეჭდავ სანახაობას ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები