გიორგი ალიბეგაშვილი ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ფრაქციის – “ქართული ოცნება -კონსერვატორები’’ თავმჯდომარესთან, დავით უთმელიძესთან და თბილისის მერის მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ჭადრაკის სასახლეში, ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ვერის ბაღში გაიმართა, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა, მოჭადრაკეებს დღევანდელი დღე მიულოცა და წარმატება უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში, არაერთი აქტივობა შედგა, მათ შორის, გაიმართა „სოკარის“ საჭადრაკო ვიქტორინა, მოეწყო საჩვენებელი თამაშები და ფოტოგამოფენა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილება ჭადრაკის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა მიიღეს.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფიდე) პარიზში 1924 წელს 20 ივლისს დაარსდა და ის 187 ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას აერთიანებს. 20 ივლისს ჭადრაკის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 1966 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები