საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლები მოსკოვში მორიგ ვიზიტს სექტემბერში გეგმავენ

მოსკოვში მორიგ ვიზიტს საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლები სექტემბერში გეგმავენ. ამის შესახებ დეპუტატმა ადა მარშანიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც “საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატებმა მოსკოვში, რუს კოლეგებთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს.
ამავე პრესკონფერენციაზე, საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა, ადა მარშანიამ დაადასტურა, რომ მათ რუსი კოლეგები საქართველოში დაპატიჟეს, თუმცა როგორც განმარტავს, ეს ხვალ ან ზეგ არ მოხდება.
“თუკი გვინდა, ნამდვილი, სიცოცხლის მქონე ფორმატი ამუშავდეს, შეხვედრებს ხელშესახები შედეგი ჰქონდეს და არ იყოს დიალოგის ფორმალური ჯგუფი, რომელიც უსასრულოდ ისაუბრებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, არაფერს მიიღებს, ვიზიტი უნდა განხორციელდეს აქ – თბილისში და ჩვენც უნდა ჩავიდეთ. ჩვენ სისტემატურად ვივლით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადა მარშანიამ.
მისივე თქმით, ფრაქციის წევრები შეეცდებიან ქართველი კოლეგების დარწმუნებას, რომ რუსულ მხარესთან დიალოგი აუცილებელია და ამ პროცესში ყველა ფრაქცია უნდა იყოს წარმოდგენილი.
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მორიგ ვიზიტს სექტემბერში გეგმავენ. როგორც მათ განმარტეს, რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვდნენ დსთ-სა და ევრაზიული კავშირის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეონიდ კალაშნიკოვს, დეპუტატებს – არტიომ კავინოვს, ყაზბეკ ტაისაევი, უმახან უმახანოს და ასევე, სახელმწიფო დუმის აპარატის მაღალი თანამდებობის პირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები